კალათა
კალათაში გადასვლა
- WASTER Deluxe W10001660₾რაოდ.: 1
- კინეტიკური პულტი 16A160₾რაოდ.: 1
- კალათა ცარიელია.
კომპანია ვეისტერი უკვე მეექვსე წელია მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ და ლუქს კლასის ვეისტერებს საქართველოში უპრეცენდენტო, 5 და 10 წლიანი საგარანტიო ვადით. ასორტიმენტში შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სიმძლავრისა და ტევადობის ვეისტერები და სამუდამოდ დაივიწყოთ საკვები ნარჩენებისგან გამოწვეული დისკომფორტი. თქვენ და თქვენი სამზარეულო აუცილებლად იმსახურებს ვეისტერს!
ვეისტერი არის თქვენი სამზარეულოს კომფორტის განუყოფელი ატრიბუტი, რომელიც რამდენიმე წამში გაგიქრობთ ყველა ტიპის საკვების ნარჩენებს. ეს სწორედ ის ნარჩენებია, რომელიც თქვენი სამზარეულოს ურნის მინიმუმ 60%-ს შეადგენს, აჩენს უსიამოვნო სუნს და უამრავ ბაქტერიას თქვენს ურნაში. დღეიდან ყველა ტიპის საკვების ნარჩენი შეგიძლიათ მოათავსოთ პირდაპირ ნიჟარაში და უბრალოდ გაატანოთ წყალს.



წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების მიხედვით კომპანია ვეისტერი ჩამოყალიბდა, როგორც ბაზრის ლიდერი ბრენდი და 2020 წლიდან მომხმარებლებს უკვე ვთავაზობთ ჩვენი, WASTER-ის ბრენდის ქვეშ წარმოებულ პრემიუმ და ლუქს კლასის ვეისტერებს, რომლის ინჟირენერიაც სრულად ადაპტირებულია ევროპული და ქართული სტანდარტების სპეციფიკაზე. 2021 წლიდან ჩვენი ბრენდი გასცდა ქართულ და რეგიონალურ ბაზრებს და მისი შეძენა უკვე შესაძლებელია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
გარდა თქვენი, როგორც მომხარებლების კომფორტისა, ჩვენი კომპანიის არაკომერციულ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ ეკოლოგიაზე ზრუნვაც, იმ ბენეფიტების ფარგლებში რაც შეუძლია ვეისტერმა მოუტანოს ჩვენს გარემოს.
ვეისტერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია გამოიყენება და რიგი ქვეყნების კომუნებში მათი მონტაჟი უკვე სავალდებულოც კი არის. მაგალითისთვის შეერთებულ შტატებში ის შეგიძლიათ თითქმის ყველა ოჯახში იხილოთ.
ვეისტერის დახმარებით შეგიძლიათ დაივიწყოთ უსიამოვნო სუნი თქვენი ნაგვის ურნაში, ბავშვის მიერ დატოვებული ულუფის საპირფარეშოში გატანა, ყოველ დილით სავალდებულო ნაგვის გადაყრა და სხვა.
შეკვეთა და მონტაჟის დროის დაჯავშნა შეგიძლიათ განახორციელოთ როგორც ჩვენი ვებ გვერდიდან ასევე ტელეფონით.


ვეისტერის ახალი პრომო ვიდეო, რომელშიც ძალიან მოკლედაა აღწერილი ვეისტერის ფუნქცია, სპეციფიკა და შესაძლებლობების მხოლოდ მცირე





