ჩვენს შესახებ


ჩვენი ისტორია
შპს „ვეისტერ კავკასია“ დაარსდა 2018 წლის 15 დეკემბერს, და წარმოადგენს პირველ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია საკვები ნარჩენების გადამამუშავებლების წარმოებასა და მომსახურებაზე. ჩვენი მისიაა, მომხმარებლებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტები და სერვისი, რაც უზრუნველყოფს მათ კომფორტსა და კმაყოფილებას.
ჩვენი საქმიანობა
„ვეისტერ კავკასია“ ფოკუსირებულია ვეისტერების წარმოებაზე, რეალიზაციასა და სერვისზე. ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ მომხმარებელთა კეთილგანწყობაზე და უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის მომსახურებას.
საერთაშორისო პარტნიორობა
წლების განმავლობაში, ჩვენ ვთანამშრომლობდით მსოფლიოს წამყვან ვეისტერების მწარმოებელ კომპანიებთან, როგორიცაა Elleci S.P.A. (იტალია), Insinkerator (Emerson Electric Co., აშშ), Status ITALIA S.R.L. (იტალია) და სხვები. ეს გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, შევთავაზოთ მომხმარებლებს ინოვაციური და ხარისხიანი პროდუქტები.
ჩვენი ბრენდი – WASTER
2020 წლიდან, მომხმარებლებს ვთავაზობთ ჩვენს მიერ წარმოებულ პრემიუმ და ლუქს კლასის ვეისტერებს “WASTER”-ის ბრენდის ქვეშ.
წარმოება და ინჟინერია
ჩვენი პროდუქცია იწარმოება ანეჰაიმის ჯგუფის საერთაშორისო საწარმოო ზონაში, სადაც წარმოების ტექნოლოგია სრულად ადაპტირებულია ქართულ და რეგიონალურ სისტემებზე. ეს უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხსა და შესაბამისობას ადგილობრივი მოთხოვნებთან.
მომსახურება საქართველოში
„ვეისტერ კავკასია“ საქართველოში ახორციელებს ვეისტერების რეალიზაციას, მონტაჟს, სერვისსა და სრულ საგარანტიო მომსახურებას. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა კეთილგანწყობაზე და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ეკოლოგიური პასუხისმგებლობა
ჩვენი მიზანია, შევამციროთ საკვები ნარჩენების უარყოფითი გავლენა გარემოზე. ვეისტერების გამოყენება ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ნარჩენების მართვის ეფექტურობას.


