წესები და პირობები
მოგესალმებით შპს ვეისტერ კავკასიას (ს/კ 405291330) ვებსაიტზე! გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ წესებსა და პირობებს, რომლებიც არეგულირებს ჩვენი ონლაინ მაღაზიის გამოყენებას:
1. ზოგადი ინფორმაცია
ვებსაიტი www.waster.ge არის კომპანია ვეისტერ კავკასიას-ს საკუთრება. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქცია კომფორტულად, უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ.
2. პროდუქციის შეკვეთა
- შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია 24/7, ჩვენ ვამუშავებთ შეკვეთებს სამუშაო საათებში ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00-დან 18:00 საათამდე.
- მომხმარებელი პასუხისმგებელია შეკვეთისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე.
3. ფასები და გადახდა
- ყველა ფასი მითითებულია ლარებში და მოიცავს გადასახადებს.
- გადახდა შესაძლებელია ონლაინ, ბარათით ან ხელმისაწვდომი სხვა მეთოდებით, რაც მითითებულია ჩექაუთის პროცესში.
4. მიწოდება
- მიწოდება ხდება საქართველოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორი კურიერული სერვისების საშუალებით.
- მიწოდების ვადა დამოკიდებულია მისამართსა და პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე. დეტალური ინფორმაცია გაწერილი იქნება შეკვეთის დადასტურებისას.
5. დაბრუნება და გაცვლა
- მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს პროდუქტი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ პროდუქტი არის უხარისხო, დეფექტური ან არასწორი.
- პროდუქტი უნდა იყოს უვნებელი, უხმარი და ორიგინალურ შეფუთვაში.
- დაბრუნების პირობები სრულად აღწერილია გვერდზე: [დაბრუნება და გაცვლა].
6. პერსონალური მონაცემები
- მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დაცულია და გამოიყენება მხოლოდ შეკვეთების დამუშავებისა და მიწოდების მიზნით.
- ჩვენ არ ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირებს მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი თანხმობის გარეშე.
7. ვებსაიტის გამოყენება
- მომხმარებელი ვალდებულია ვებსაიტი გამოიყენოს კანონიერად, არ დააზიანოს პლატფორმის ფუნქციონირება და არ გაავრცელოს მავნე მასალები.
8. ცვლილებები პირობებში
- კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს წესები და პირობები წინასწარი შეტყობინების გარეშე. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამავე გვერდზე.
9. კონტაქტი
თუ გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დაგვიკავშირდით:
info@waster.ge
(032) 2422101