მონტაჟის დროის დაჯავშნის შემდეგ აუცილებელია საავანსო ანგარიშსწორება, რომელიც შეადგენს ღირებულების მინიმუმ 10%-ს, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
მონტაჟის შემდგომ ანგარიშსწორება ხდება მემონტაჟესთან ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო პლასტიკური ბარათით.
ვეისტერის მოდელის შესარჩევად რეკომენდირებულია გაითვალისწინოთ 3 კრიტერიუმი
1. ვეისტერის სიმძლავრე (თუ ოჯახში 6 პერსონაზე მეტი მაცხოვრებელია)
2. ვეისტერის ტევადობა (თუ ოჯახში 6 პერსონაზე მეტი მაცხოვრებელია ან ნარჩენების რაოდენობა აღემატება ნორმას)
3. საგარანტიო ვადა
ჩვენთან მხოლოდ უძველესი ისტორიისა და მსოფლიო ბრენდების ვეისტერები იყიდება, შესაბამისად პროდუქციის ხარისხი ათწლეულებზეა გამოცდილი და ვეისტერის დაზიანების შემთხვევები სწორი ექსპლუატაციის პირობებში თითქმის 1/800 შემთხვევაში ვლინდება.
ვეისტერის სწორი ექსპლუატაციის პირობებში დაზიანების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს ოპერატორს, რის შემდეგაც ჩვენი მემონტაჟე 3 სამუშაო დღის განმავლობაში გამოცხადდება მისამართზე და შეგიკეთებთ ან შეგიცვლით ვეისტერს ახლით.
ვეისტერის სწორი მოხმარება არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას.
გაითვალისწინეთ, რომ ვეისტერის დანიშნულებაა მხოლოდ საკვები ნარჩენების გადამუშავება და არა სხვა ნარჩენების.
იკრძალება მეტალის, პლასტმასის, ცელოფნის, მუყაოს და სხვა ნარჩენების ჩაყრა, რომელიც არ განეკუთვნება საკვებ პროდუქტებს.
იკრძალება ვეისტერზე ექსპერიმენტების ჩატარება.
განვადების პირობებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ჩვენს ოპერატორს, რომელიც დაგეხმარებათ განვადების განაცხადის შევსებაში.