ნიჟარის ქვეშ საკმარისი თავისუფალი სიმაღლეა 38სმ, ხოლო სიგანე 30სმ.
ვეისტერი მონტაჟდება ეგრედწოდებული ნიჟარის მუხლის მაგივრად
მონტაჟდება ყოველგვარი გადაკეთების გარეშე.
დენის წყარო უნდა გქონდეთ ნიჟარიდან 2 მეტრის მანძილზე.
მიერთებას ჩვენი მემონტაჟე უზრუნველყოფს.
220-240V, 500W, სტანდარტული ევროპული ტიპის შესაერთებელი.
ჩამრთველი ღილაკი მონტაჟდება თქვენი სურვილის შესაბამისად სამზარეულოს ზედაპირზე (ხის ზედაპირის შემთხვევაში), კარზე ან კედელზე.
ჩვენი მემონტაჟე უზრუნველყოფს მხოლოდ ხის ზედაპირზე და კარზე მონტაჟს, ქვის ზედაპირზე და ბეტონის კედელზე მონტაჟს ჩვენი მემონტაჟე არ ახდენს.
ჩამრთველი ღილაკი მუშაობს პნევმატურად , დენის კვების გარეშე და შესაბამისად სამზარეულოში გამოსაყენებლად არის სრულიად უსაფრთხო.
თუ ღილაკისთვის ვერ გამონახავთ ფიქსირებულ ადგილს დამატებით შეგიძლიათ შეიძინოთ უსადენო ჩართველი კინეტიკური პულტი, რომელიც არ საჭიროებს ელემნეტებს. (არ მოგესმათ, მართლა არ საჭიროებს ელემენტებს).
ვეისტერი არავითარ ზიანს არ აყენებს თქვენს საკანალიზაციო სისტემას, შესაბამისად არანაირი პროცედურების ჩატარება არ არის საჭირო.
თუ თქვენი საკანალიზაციო სისტემა ხარვეზებით მუშაობს უმჯობესია მონტაჟამდე გააწმენდინოთ, რომ შემდგომ არ მოგიწიოთ ვეისტერის ხელახლა მოხსნა.