თემის სათაურს ირჩევს ავტორი სურვილისამებრ

 

     თემის მიმართულება:

       ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა თემას შეიძლება შეეხოს მოსწავლე თემის მიმოხილვისას. აღნიშნული რეკომენდაციები მოსწავლეს         შეუძლია არ გაითვალისწინოს და საკუთარი შეხედულებით დაწერის თემის ირგვლივ, მაგრამ თემის არსი არ უნდა გასცდეს საკვების ნარჩენების          ზემოქმედებას გარემოზე.

      1.    საკვები ნარჩენების ზოგადი კვლევა

კვლევა შესაძლოა იყოს, როგორც მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე საკუთარი შეხედულებისამებრ. დაახლოვებით როგორ ფიქრობთ, რა რაოდენობის საკვებ ნარჩენს ტოვებს ერთი ადამიანი დღეში და ჯამურად რა რაოდენობას შეიძლება შეადგენდეს საქართველოში წლიურად, რა ფართობს დაიკავებს ის გარემოში და ასე შემდეგ. კარგი იქნება ანალოგიების მოყვანაც.

   2.    როგორ შეიძლება საკვების ნარჩენების შედეგად გამოწვეული  არსებული მავნე ზეგავლენა გარემოზე  შევცვალოთ დადებითისკენ?

მავნე ზეგავლენაში იგულისხმება მათი ლპობით გამოწვეული სუნი, ბაქტერიები, მწერების მიზიდულობა, ნაგავსაყრელების გადატვირთულობა და სხვა.

გამოსავალი უნდა იყოს მავნე ზეგავლენისაგან განთავისფლება გადამეტებული დანახარჯების და ზედმეტი რესურსების გარეშე, რომელიც არ გამოიწვევს დიდ ფიზიკურ და მატერიალურ ძალისხმევას ადამიანებისათვის.

        3.      რას ფიქრობთ ნაგვის სეპარირების (განაწილების) შესახებ

იგულისხმება სხვადასხვა ტიპის ნაგვის (მინა, პლასტიკატი, ქაღალდი, ორგანური საკვები ნარჩენები) ცალცალკე კონტეინერებში მოთავსება. როგორ ფიქრობთ რამდენად მარტივია ოჯახურ პირობებში ასეთი განაწილება (4 ურნის ქონა) და სხვა.

    4.    აღწერეთ რომელ თანამედროვე ტექნოლოგიებზე გსმენიათ, რომელიც საყოფაცხოვრებო პირობებში ამარტივებს ნაგვის სეპარირებას და გადამუშავებას და რა დადებითი ან უარყოფითი შედეგები შეიძლება მოუტანოს აღნიშნულმა ტექნოლოგიებმა გარემოს

       5.      როგორ ფიქრობთ რამდენად გაამარტივდებდა ნაგვის გადაყრის პროცესს საკვები ნარჩენების არ არსებობა?

     6.    აღწერეთ რა სარგებლი ან ზიანი შეუძლია მოუტანოს გარემოს, სახელმწიფოს და ადამიანებს ვეისტერის (დისპოსალის) მასობრივმა გამოყენებამ ოჯახებში. რას ფიქრობთ აღნიშნულ ტექნოლოგიაზე.

ინფორმაცია ვეისტერის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში ან დანართის ბოლოს გაეცნოთ ინფორმაციას ქართულ ენაზე.

(ინტერნეტში საძიებო სიტყვები: ვეისტერი, kitchen garbage disposal, disposer, кухная мельныца, საკვები ნარჩენების დასაქუცმაცებელი)

7.    მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება მოხდეს საკვების ნარჩენებით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდებით.

     8.    დაწერეთ, რას შეცვლით თქვენს ყოველდღიურ ქმედებებში საკვები ნარჩენების შესამცირებლად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზოგადი ინფორმაცია ვეისტერის შესახებ

ვეისტერის გამოგონების ისტორია ამერიკის შეერთებული შტატებიდან 1938 წელს იწყება. მისი მასობრივი გაყიდვები 1951 წლიდან იწყება და დღეისთვის მაგალითისთვის აშშ-ში თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით.

ვეისტერი მონტაჟდება სამზარეულოს ნიჟარაზე. შეუძლია დაფქვას და გადაამუშაოს  ნებისმიერი ტიპის საკვები ნარჩენი, მათ შორის ძვლები და წყალთან ერთად გაატანოს კანალიზაციას, რომელიც საბოლოოდ ან მდინარეში ხვდება, თევზებისთვის უგემრიელესი საკვების სახით ან ნიადაგში გაიწოვება საუკეთესო ორგანულ სასუქად. შესაბამისად ვეისტერით აღჭურვილ სამზარეულოში, ვერ შეხვდებით საკვების ნარჩენებით გამოწვეულ სუნს ნაგვის ურნაში და დაბინძურების რისკიც საკმაოდ დაბალია.

ვეისტერების ვიდეოდემონსტრაციები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ლინკებზე:

https://www.youtube.com/watch?v=Auf5asYJ-NU

https://www.youtube.com/watch?v=rTWSu4uwJJE&t=8s

https://www.youtube.com/watch?v=SOT1HO__Hng

https://www.youtube.com/watch?v=XUVHhASNSeA